რეგიონი
ჟურნალისტზე და ოპერატორზე თავდამსხმელები ადმინისტრაციული წესით დააკავეს

“მთავარი არხის” ჟურნალისტი, ემა გოგოხია და ოპერატორი ზვიად აბლოთია სამართალდამცავების კითხვებს პასუხობენ.
საქმე ეხება ზუგდიდში, “ალტ-ინფოს” ოფისთან მომხდარ თავდასხმას, რა დროსაც არხის თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
“ადმინისტრაციული წესით ჰყავთ დაკავებული და სასამართლოში გადაიყვანენ დღეს. სავარაუდოდ, გაათავისუფლებენ, ეს იქნება კიდევ ერთხელ დაუსჯელობის სინდრომით მათი წაქეზება”,-თქვა ემა გოგოხიამ.
მისივე თქმით, ინციდენტში დაახლოებით 15-მდე ადამიანი მონაწილეობდა, ფაქტს კი პოლიცია თავდაპირველად რამდენიმე მეტრის დაშორებიდან ადევნებდა თვალს.
ცნობისთვის, ემა გოგოხიასა და მის ოპერატორს თავს “ალტ-ინფოს” ოფისთან, ზუგდიდში, გვიან ღამით დაესხნენ. მომხდარზე გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით დაიწყო. დაკავებულია 4 პირი.