მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ზიარება არ არის გარანტია, რომ ინფექციისგან დაცულები ვიქნებით”

„ადამიანის ზიარება არ არის გარანტია, რომ ჩვენ ინფექციისაგან დაცულები ვიქნებით“, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან მრევლს კიდევ ერთხელ მოუწოდა, უსაფრთხოების ყველა წესი მკაცრად დაიცვან.

„ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, რომ ეს ისეთი ინფექციაა, რომელიც დროთა განმავლობაში ყველას შეგვეყრება ადრე თუ გვიან. მთავარი სტრატეგია ის არის, რომ ეს პროცესი არ მოხდეს ერთბაშად და არ გადაიტვირთოს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვმსახურობთ. ტაძრების დახურვა და მსახურების შეჩერება წარმოუდგენელია. მაქსიმალურად ვითვალისწინებთ, ვაფრთხილებთ მრევლს, რომ დაიცვან ყველა ეს უსაფრთხოების ზომები. ღვთისმსახურება ვიღაცისთვის შესაძლებელია არის მხოლოდ რაღაც რიტუალი და შეიძლება ვიღაცისთვის თამაშია, ჩვენ მიგვაჩნია რომ ეს არის არანაკლებ მნიშვნელოვანი, უფრო მეტი მნიშვნელობისაც, ვიდრე ყველა ის საქმიანობა, რასაც ადამიანი აკეთებს. ამიტომ ადამიანმა არ უნდა იფიქროს, რომ დაარღვევს უსაფრთხოების ყველა წესს და რომ ეზიარება, ეს მისთვის იქნება გარანტია, რომ არ დაავადდება. ისე უნდა მოახერხონ ეს ზიარება და მსახურებაზე დგომა, რომ გაითვალისწინონ უსაფრთხოების წესები“, – განაცხადა დეკანოზმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button