ზუგდიდის ახლადშექმნილი გოგონათა საკალათბურთო გუნდი-პრობლემები და გამოწვევები

ზუგდიდში სამი თვის წინ ჩამოყალიბებულ კალათბურთელ გოგონათა გუნდს დღეს არ გაუმართლა-საშინლად წვიმს.
ყოველი დილა კი მათთვის მწვრთნელ სლავა ებრალიძესთან ერთად ბოტანიკურ ბაღში დილაადრიან ვარჯიშით იწყება.
სლავა მასწავლებლის გუნდში 50-ზე მეტი გოგონა ირიცხება.(ყველაზე პატარა 9-ის,ხოლო ყველაზე დიდი-15-ის).
როგორც გუნდის მწვრთნელი სლავა ებრალიძე რადიო თბილისთან ამბობს,თავიდან გოგონების გუნდის შექმნაზე არც უფიქრია.
“გუნდში ჩემი შვილი ნატალია თამაშობს. იგი უკვე გამოიძახეს საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრებში. რადგან ჩემი შვილი გუნდშია, ეს უფრო მეტ პასუხისმგებლობას მმატებს. მყოლოდა გოგონათა საკალათბურთო გუნდი, ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ეს ჩემმა ამერიკელმა მეგობრებმა მირჩიეს. რატომაც არა-თან ეს ზუგდიდში პირველია.
გოგონებმა კი მცირე დროში წარმოუდგენელი შემართება და ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინეს. წინ დიდი გამარჯვებები გველის”,-გვითხრა მან.
გუნდში სხვა გოგონებთან ერთად, ასევე გამორჩეულია მოდელი მეგი როგავა. იგი ამბობს, რომ სამოდელო კარიერასთან ერთად კალათბურთი მისთვის ერთგვარი გამოწვევაა და სურდა თავი ამ სფეროშიც მოესინჯა.
“სამ წლიანი ცეკვის პაუზის შემდეგ გადავწყვიტე სპორტით დავკავებულიყავი და საკუთარი თავი კალათბურთში მოვსინჯე, ყველა სამუშაო განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს.
სინამდვილეში იყო მოდელი და ამავდროულად კალათბურთელი – შრომატევდი,მაგრამ შესანიშნავია.
სამყარო გვაძლევს უსაზღვრო შესაძლებლობებს და შეგვიძლია მივაღწიოთ ყველაფერს, რაზეც ვოცნებობთ, მთავარია ვიყოთ შრომისმოყვარეები და მიზანდასხულები..”,-ამბობს მეგი.
გოგონები პანდემიის გამო, ჯერჯერობით ქალაქის ცენტრში მდებარე მცირე მოედნით სარგებლობენ. მათი თქმით, ამ მხრივ არცერთი მოედანი გამართული არ არის. არ აქვთ საჭირო სპორტული ფორმები, და რომელსაც მხოლოდ თამაშის დროს იცვამენ.
“გვინდა ხელშეწყობა, რასაც ჩემი მეგობრებიც მპირდებიან. ამ გოგონებიდან, შესაძლოა ყველა კალათბურთელი ვერ გახდეს, მაგრამ მათში ვხედავ საოცარ მონდომებას. მთავარია იყვნენ ძლიერები და ჯანმრთელები”,-ამბობს მწვრთნელი.მისივე
თქმით,გოგონები დაუღალავად ვარჯიშობენ, რადგან ზუგდიდში 28-29 ივნისს, პირველად საქართველოში ნატალია ოთხმეზურის სახელობის კემპი ჩატარდება,ბრუკლინის აკადემიის ეგიდით.
ახალგაზრდა კალათბურთელ ნატალია ოთხმეზურს კი ახლო მომავალში WNRA-ში ვიხილავთ.