მნიშვნელოვანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მერიის სამ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მერიის სამ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ისინი კოვიდ დადასტურებული 72 წლის მესანთლე ქალის კლასტერს წარმოადგენენ.

როგორც ჟურნალისტებს ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ განუცხადა, მერია ნაწილობრივ მანამდეც დისტანციურ რეჟიმზე მუშაობდა, ახლა კი ადგილზე თანამშრომელთა მხოლო 30% იმყოფება.

“თანამშრომლების კონტაქტები არის მინიმალური, თუმცა ჩვენ ვატარებთ ყველა ზომას, რათა ყველა შემთხვევის გამოვლენა მაქსიმალურად მოხდეს. თანამშრომლებს ტესტირება, ადმინისტრაციულ შენობას კი დეზინფექცია უტარდება“, – განაცხადა ზუგდიდის მერმა.

მისივე ცნობით, დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების მოკვლევა გრძელდება.

ცნობისთვის, სულ ზუგდიდში დღეს კირონავირუსის 14 შემთხვევა გამოვლინდა.

მთლიანობაში კი სტატისტიკა ასე გამოიყურება:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 4140;

გამოჯანმრთელებული – 1643;

გარდაცვლილი – 24;

კარანტინის რეჟიმში – 5390;

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;

კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 640;

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41;

მსგავსი პოსტები

Back to top button