რეგიონი

ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციალურ დაწესებულებაში გადაყვანას ეხმაურება

მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციალურ დაწესებულებაში გადაყვანას ეხმაურება, ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი ლაშა ბეჭვაია.

იგი მხარდამჭერებთან ერთად თბილისში, “ნაც. მოძრაობის” ოფისთან გაშლილ კარავში მე-9 დღეა შიმშილობს.

“ვერ დავიცავით ეს კაცი ვერა. არც ჩვენი სიცოცხლის სასწორზე დადებამ გაჭრა. იქნებ უკვე დროა სხვანაირ სასწორზე დავდოთ სიცოცხლე. შიმშილით სიკვდილს ხელჩართულ ომში სიკვდილი სჯობდეს ეგება. სულ უკრაინა და მაიდანი მახსოვს, სულ. ვინ შთაგვბერა ეს მონური სული ქართველებს და ვინ დაგვწყევლა ასე? ჩამოდით ვინც ჩამომსვლელი ხართ და გამოდით ვინც გამოსასვლელი ხართ. 200 ადამიანის თვითგვემას ზედ დააფურთხეს, მარტო მათ არა, ,,ჩვენებმაც” დააფურთხეს. ერთმანეთს ბრძოლის ხერხების გამო ვხოცავთ, არადა გვიკლავენ ადამიანს ამასობაში.
ვარდების სროლამ რაც გვიქნა ხო გვახსოვს ყველას? როდემდე ასე, როდემდე?”,-წერს დეპუტატი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის,რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც გვიან ღამით გორის ჰოსპიტლიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი გადაიყვანეს, სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა.

ოფიციალურ უწყებებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button