მნიშვნელოვანირეგიონი

ზუგდიდის ცენტრალურ ბაზართან შიდა მოვაჭრეების აქცია გაიმართა.

ზუგდიდის ცენტრალურ ბაზართან შიდა მოვაჭრეების აქცია გაიმართა.
მათ ცენტრალური გზის გადაკეტვაც სცადეს.ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

მოვაჭრეები ბაზრის გარეთა პერიმეტრზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვის აკრძალვას ითხოვენ.
მოვაჭრეები ამბობენ, რომ შიგნით დახლები ცარიელია და მყიდველიც არ შემოდის. განსაკუთრებით ყველის სექციის გამყიდველები აქტიურობდნენ.

ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი იმყოფებოდა.

მამუკა წოწერიას თქმით, საკითხზე მსჯელობა მოხდება და ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით აქციის მონაწილეთა პრობლემაც მოგვარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button