მნიშვნელოვანირეგიონი

ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსი სასამართლომ 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსი ამირან ჯანაშია, რომელსაც გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება, სენაკის რაიონულმა სასამართლომ 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ადვოკატის იოსებ ჯანაშიას თქმით,სასამართლო სხდომები გაგრძელდება.

“სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა გაითვალისწინა და იგი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა.“-აღნიშნა მან.
ბრალდებული ამირან ჯანაშია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

იგი 2021 წლის 29 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს თბილისიდან ტაქსით მგზავრობის დროს.

მსგავსი პოსტები

Back to top button