ზუგდიდში, 4 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა
სამეგრელოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან, 4 შემთხვევა არასრულწლოვნებს დაუდასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ მიაწოდა.
“რეგიონის მასშტაბით აღებულ იქნა 652 ტესტი, აქედან გვაქვს 15 დადებითი პასუხი, მათგან 6 ოკუპირებული საბერიოს შემთხვევაა, 1 ხობის შემთხვევა გვაქვს, 3 არის სენაკის უკვე დადასტურებული შემთხვევის ოჯახის წევრები და ისინი იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში. 5 არის ზუგდიდის შემთხვევა, რომელთგან 1 არის ოქროს ბირჟის კონტაქტი, 4 კი არასრულწლოვანია, რომლებსაც უკვე დადასტურებულ შემთხვევასთნ ჰქონდათ კონტაქტი. ისინი სკოლის მოსწავლეები არიან. რადგან ქალაქის სკოლებში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დისტანციურად, ისინი სკოლებში არ დადიოდნენ. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 101 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 76 კოვიდ პაციენტი, აქედან 5-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 38 კოვიდპაციენტი მკურნალობს. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება – 158 ადამიანი”, – განაცხადა მალხაზ თორიამ.
შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, 314 ახალი შემთხვევა დადასტურდა.