რეგიონისაქართველოსიახლეები
ზუგდიდში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ერთ-ერთს მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. მედიკოსის თქმით, შეყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული. მას გულმკერდისა და კისრის არეში ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აქვს.
მომხდარ ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.