მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ზუგდიდში დევნილების დასახლებაში 5 არასრულწლოვანი მოიწამლა

ზუგდიდის გარეუბანში ე. წ. ვექტორის დასახლებაში ჩასახლებული რამდენიმე დევნილის ოჯახი სასმელი წყლით მოიწამლა.

სავარაუდოდ, მოწამვლის მიზეზი დაბინძურებული წყალია, რომელიც კომბინატის დასახლებას გრაფიკით მიეწოდება და მოსახლეობა მას სასმელად იყენებს.

ამ დროისთვის მძიმეა მოწამლული 5 მოზარდის მდგომარეობა,

ისინი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ კომბინატის დასახლების შენობები, სადაც დევნილები ცხოვრობენ ავარიულია, იქ არ აქვთ მუდმივი წყალი და დენი.

მათივე თქმით, დასახმარებლად ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა ისინი არ რეაგირებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button