მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ზუგდიდში სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობის წინ ანტისაოკუპაციო აქცია გაიმართა

ზუგდიდში, სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობის წინ ანტისაოკუპაციო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მავთულხლართები გაავლეს, რომლებზეც ჩამოკიდეს აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოები და ასევე ფურცლები, სადაც ომში მონაწილე ჯარისკაცთა სახელებია დაწერილი, გააჟღერეს საქართველოს ჰიმნი.

აქციის ორგაზატორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია “დროას” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა მარიამ სიჭინავამ განაცხადა, რომ 170 გმირი ჯარისკაცის სახელი, გვარი, მამის სახელი და სამხედრო წოდებებია დაწერილი იმ ფურცლებზე, რომლებიც მან მავთულხლართებზე ჩამოკიდა.

“თუ ადგილობრივ ხელისუფლებას აწუხებს ოკუპაცია ხელი არ უნდა ახლონ ამ ფოტოებს, იმიტომ რომ ამ ფოტოებზე გამოსახულია ის, რაც ხდებოდა 2008 წლის აგვისტოში და თუ ჩამოხსნიან ამას, დაადასტურებენ რომ ყველა სახელმწიფო ორგანო ოკუპირებულია რუსეთის მიერ”, – თქვა მარიამ სიჭინავამ.

აქციის მონაწილე, პარტია “ლელოს” წარმომადგენელმა თამარ ბელქანიამ აღნიშნა,რომ მნიშვნელოვანია მომავალმა თაობებმა იცოდნენ იმ ადამიანების შესახებ, ვისმა თავგანწირვამაც ქვეყანა გადაარჩინა.

“2008 წელს დავკარგეთ ხალხი, დავკარგეთ ტერიტორიები და რეალურად საქართველოს 20% არის ოკუპირებული, მაგრამ უახლეს ისტირაში ეს გააზრებული არ არის და მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს, რომ აქ, სადაც ვდგავართ, რუსის ტანკი შემოვიდა იმიტომ რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა შეელახა, ხვალ რომ გაიღვიძებს ზუგდიიდი, უნდა ნახონ ის ადამიანები ვისი თავგანწირვითაც დღეს აქ ვდგავართ”, – ამბობს თამარ ბელქანია.

აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button