მნიშვნელოვანისაქართველო

ზურაბ ალავიძე თანამდებობიდან გადადგა

ინფრასტრუქტურის მინისტრი თანამდებობას ტოვებს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბ ალავიძეს ადმინისტრაციის ყოფილმა ხემძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა შეცვალა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ზურაბ ალავიძე კერძო სექტორში ბრუნდება.

კვირიკაშვილის თქმით, ზურაბ ალავიძე იყო წარმატებული მინისტრი, რომელიც იყო ყოველთვის ბიუროკრატიის წინააღმდეგი.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, უკვე ყოფილმა მინისტრმა ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელების საქმეში დიდი წვლილი შეიტანა. პრემიერმა ალავიძეს მადლობა გადაუხადა და მინისტრის თანამდებობაზე ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი წარადგინა.

„დარწმუნებული ვარ მაია იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი, დარწმუნებული ვარ სივრცითი განვითარების კუთხით ვიხილავთ ძალიან ბევრ წარმატებას“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button