კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ზურაბ ზვიადაური დაჭრეს

ახმეტაში, ურთიერთშელაპარაკების დროს, ორი ადამიანი დაჭრეს. მათ შორის ერთ-ერთი ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაურია. შემთხვევა გვიან ღამით, ქალაქის ცენტრში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაური და სავარაუდო ბრალდებული ერთ ოჯახში იმყოფებოდნენ სტუმრად, სადაც მათ შორის კონფლიქტი წარსულში მომხდარი დავის გამო დაიწყო.

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ოლიმპიურ ჩემპიონს და მასთან მყოფ პირს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენს.

ორივე დაშავებული ახმეტის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმის თქმით, შემავალი ჭრილობა არც ერთს არ აღენიშნება.

გვიან ღამემდე, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

პოლიციას სავარაუდო ბრალდებული იდენტიფიცირებული ჰყავს. მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button