20 სულამდე საქონელი დაიკარგა საგარეჯოში
რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, 20 სულამდე მსხვილფეხა საქონელი დაიკარგა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში.
ქურდობის სავარაუდო ფაქტი ფერმაში მოხდა. როგორც რადიო “ჰერეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ზუსტად რამდენი სული საქონელია მოპარული ამას გამოძიება დაადგენს. პრესსამსახურის განცხადებით, ამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტში ათეულობით ოჯახმა საქონელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფონაშიც დაკარგა. მოგვიანებით მათი ნაწილი პოლიციამ საგარეჯოს რაიონში იპოვა. მარტში სოფელ ფონაში საქონლის გარდა ქვაბები და თაფლიც მოიპარეს.