“დედოფლსწყაროში ენმ-ს ოფისი და დეპუტატის ბიური დაცხრილეს” [Photo/Audio]

“დედოფლსწყაროში ნაციონალური მოძრაობის ოფისი და დეპუტატ ზაზა კედელაშვილის ბიურო დაცხრილეს”, – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განუცხადა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება.

ჭიაბერაშვილი მომხდარს პარტიის პოლიტიკურ საქმიანობას და რეიტინგებს უკავშირებს. მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ იცის, რომ ერთ წელში არჩევნებს წააგებს და მსგავს ხერებს მიმართავენ”.

“როდესაც მსგავსი რამ ხდება ღარიბაშვილი-თამაზაშვილების კონტროლირებად ტერიტორიაზე ეს მიუთითებს, რომ ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი სრულ აგონიაშია”, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

რადიო “ჰერეთს” შს სამინისტროს პრესსამახურის წარმომადგენელმა ნანა ყაველაშვილმა განუცხადა, რომ მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ძიებას დედოფლისწყაროს სამმართველო აწარმოებს.

ფოტოები ზურაბ ჭიაბერაშვილმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში გაავრცელა

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”24956″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button