ანატოლი ოლენიკოვი ამერიკაში ვეღარ გაემგზავრება

ლაგოდეხელი ანატოლი ოლენიკოვი მსოფლიო რბენის ჩემპიონატის მარათონში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ამერიკის საელჩომ მას ვიზა არ მისცა.

როგორც რადიო “ჰერეთს” ოლენიკოვმა განუცხადა, ამერიკის საელჩომ მიიჩნია, რომ თუ მას ვიზას მისცემდნენ ის ამერიკიდან უკან აღარ დაბრუნდებოდა. ოლენიკოვის თქმით, მომხდარის გამო მას სპორტის მინისტრმა ბოდიში მოუხადა და უთხრა, რომ მათ საქმეში ჩარევის უფლება არ ჰქონდათ.

ანატოლი ამ დრომდე აქტიურად ვარჯოშობდა. მას მუნიციპალიტეტმა სპეციალური კვებითი რეჟიმის დაცვისთვის თანხაც კი გამოუყო.

ჩემპიონატი კალიფორნიაში 3 მაისს უნდა გაიმართოს. ანატოლი ოლენიკოვმა მსოფლიო რბენის შესარჩევ ტურში, 2014 წლის მაისში გაიმარჯვა კაცებს შორის. მან 52 კილომეტრი ირბინა.

როგორც ცნობილია, მარათონი საქველმოქმედოა. ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაეცემა ფონდს, რომელიც აწარმოებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.

ანატოლი ერთადერთი იყო საქართველოდან, რომელსაც ამ ღონისძიებაში უნდა მიეღო მონაწილეობა.

მსგავსი პოსტები

Back to top button