მამისგან ნაცემი ბავშვების საქმეს სახალხო დამცველი სწავლობს
გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში მამისგან ნაცემი ბავშვების საქმეს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს.
უჩა ნანუაშვილი ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს და საგამომძიებლო უწყებებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
ბავშვების სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიემეა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ორი მათგანი თბილისში კატასტროფის ცენტრშია მოთავსებული, ერთი კი ადგილობრივ საავადმყოფოში.
მედიკოსების განცხადებით, ბავშვებს გარდა გარე, თავის ტვინის ლოკალური ტრამვებიც აქვთ მიღებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია. 1990 წელს დაბადებული ბავშვების მამა წარსულში ნასამართლევია და ის ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს.
ბრალდებულმა საკუთარი 4 წლის, 1 და 3 წლის გერები სცემა.