ანალიტიკაბიზნესრევიუეკონომიკასიახლეები

1-1.5 წელია საქართველო რეფორმებზე ნაკლებად იყო ფოკუსირებული – მსოფლიო ბანკი

კავკასიაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სებასტიან მოლინეუსი ფიქრობს, რომ ბოლო წელიწადნახევარია საქართველოში რეფორმებზე აქცენტი აღარ კეთდება. მოლინეუსი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო, რომელიც წარსულში ერთ-ერთი მოწინავე რეფორმატორი ქვეყანა იყო, კვლავ დაუბრუნდება აქტიური რეფორმების გზას, რაც ბოლო 1-1.5 წლის განმავლობაში იყო შეფერხებული.

“როგორც აღვნიშნე, საქართველო ტრადიციულად მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი რეფორმატორი იყო არაერთი მიმართულებით. სამწუხაროდ, ბოლო 1-1.5 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა იყო გაფანტული და ახლა არის დრო, საერთაშორისო საზოგადოებას გაეზავნოს სიგნალი, რომ საქართველო კვლავ ფოკუსრიდება რეფორმებზე და რომ ამ რეფორმებით მას ქვეყანაში სამუშაო ადილების შექმნა, მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა შეეძლება,” – აღნიშნავს სებასტიან მოლინეუსი.

მსოფლიო ბანკი ქვეყნებში სხვადასხვა მიმართულებით ეკონომიკური რეფორმების გატარებას არაერთი კვლევით ზომავს, მათ შორის იყო ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგი, რომლიც უკანასკნელად 2019 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა. მისი მიხედვით, საქართველო მეშვიდე ადგილს იკავებდა, თუმცა წელს ორგანიზაციამ განაცხადა, რომ შიდა დარღვევების გამო, ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგის მომზადება შეჩერდება და ინდექსი აღარ გამოქვეყნდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button