1$ 2.58 87 – ლარი ისევ გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.
10 სექტემბრიდან ერთი დოლარის შეძენა 2.58 87 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც 9 დეკემბერს მოქმედებდა 2,57 ლარს შეადგენდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, 10 სექტემბრიდან ერთი ევროს შეძენა 2.74 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა 9 დეკმებერს მოქმედი კურსით 2.77 ლარს შეადგენდა.