კულტურამოზაიკა

ჯანეტ ჯექსონს ყოფილმა მენეჯერმა სასამართლოში უჩივლა

ჯანეტ ჯექსონი და მისი ძმა ასევე ბიზნეს პარტნიორი, რენდი ჯექსონი სასამართლოში დაიბარეს, მათი ყოფილი მენეჯერი ამტკიცებს, რომ ოჯახი მას ხელფასს არ უხდიდა.

დენი ო’დოონონმა ჯექსონებთან მუშაობა 2016 წლის ივლისში დაიწყო. მას, ჯანეტის ტურის State of the World -ის ორგანიზაცია და ადმინისტრაციული სამუშაოები ევლებოდა , ამგვარი მომსახურეობისთვის დენი ო’დოონონს თვეში 25 ათასი ამერიკული დოლარი უნდა მიეღო ექვსი თვის მანძილზე.

თავდაპირველად, მენეჯერის განცხადებით, ყველაფერი წესრიგში იყო – პირველი ხუთი თვის განმავლობაში მას ხელფასი ერიცხებოდა, მაგრამ შემდგომ გადახდა შეწყდა. მენეჯერმა სასამართლოს დახმარებით 300 ათასი დოლარი მიიღო.

ჯანეტს და მის ძმას რენდი ჯექსონს განცხადება მომხდარის შესახებ ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ, თუმცა უახლოეს მომავალში ისინი სასამართლოში უნდა გამოცხადდნენ.

 

                                    ჯანეტი და რენდი ჯექსონები

მსგავსი პოსტები

Back to top button