მნიშვნელოვანისიახლეები

1 მლნ 366 000-საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა რეკორდულად იზრდება-პრემიერი

2024 წელს თითქმის 6,7 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს ქვეყანაში 1 მლნ 366 ათასი დასაქმებულია, ეს ოფიციალურად არის “საქსტატის” მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

პრემიერის თქმით, დღეს რომ წინა ხელისუფლება ყოფილიყო, არც მშვიდობა იქნებოდა და არც ეკონომიკური ზრდა.

“ჩვენ წელს 7%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ახლაც ძალიან კარგი ტენდენციებია და მნიშვნელოვანია, რომ ეს პოზიტიური დინამიკა შევინარჩუნოთ. წელს, დასაქმებულთა რაოდენობა ყველა კვარტალში გაიზარდა. მესამე კვარტალშიც გაიზარდა, მეორეშიც, პირველშიც. მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია დასაქმებულთა რაოდენობამ ქვეყანაში. 1 მლნ 366 ათასი დასაქმებულია დღეს ქვეყანაში. ეს ოფიციალურად არის „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია. ასევე რეკორდულია დასაქმების დონეც.

ეს ბოლო წლებში ჩვენი მთავრობის მიერ განხორციელებულმა სწორმა პოლიტიკამ და იმ ნაბიჯებმა მოიტანა, რომელიც ჩვენ გადავდგით, იმ მშვიდობის პოლიტიკამ, რომელიც ჩვენ გვაქვს, თორემ დღეს რომ ყოფილიყო წინა ხელისუფლება და წინა მთავრობა, დღეს არც მშვიდობა იქნებოდა, არც ეკონომიკური ზრდა, არაფერი არ იქნებოდა. ქვეყანას ისინი მეორედ და საბოლოოდ დააქცევდნენ და გაანადგურებდნენ, როგორც მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ეს ქვეყანა.” – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მისივე თქმით ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს 2024 წელს დაგეგმილი, ჯამში, თითქმის 6,7 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია დაგეგმილი და საჭიროა აქტიური, ეფექტური მუშაობა და დროული გადაწყვეტილებები.

„თითქმის 6,7 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურაზე მთლიანად. აქედან მნიშვნელოვანი ნაწილი არის ირაკლი ქარსელაძის სამინისტროს ბიუჯეტი და ყველა სამინისტროს ჩადებული აქვს ეს ხარჯები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს. საჭიროა მაგარი, აქტიური, ეფექტური მუშაობა, დროული გადაწყვეტილებები და, ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button