სპორტი

დღეს მოჭიდავეები წლის პირველ საერთაშორისო ასპარეზობას იწყებენ

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დღეს დაიწყო და 18 იანვრამდე გაგრძელდება ოლიმპიური ჩემპიონის, ანრი დეგლანის სახელობის მემორიალური ტურნირი.

გამარჯვებულები ჭიდაობის 2-ვე სახეობაში: ბერძნულ-რომაულ და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის გამოვლინდებიან.
ტურნირზე 26 ქვეყნის 315 ფალავანი იჭიდავებს.

საქართველოს თავისუფალის სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების ღირსებას დაიცავენ: ბექა ბუჯიაშვილი, ბექა ლომთაძე, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ზურაბ იაკობაშვილი, დავით ტლაშაძე,ნიკა კენჭაძე და დავით მარსაგიშვილი.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ეროვნულ ნაკრებში ტურნირზე წარმოდგენილნი იქნებიან 6 ძალოსნით: ნუგზარ წურწუმია, ბექა მამუკაშვილი, გურამ ხეცურიანი, გიორგი მელია, იაკობ ჯიქია და სულხან ბუიძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button