მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

18 მაისს სილამაზის სალონები და მარნეული იხსნება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნება. ამის შესახებ გახარიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იძლევა საშუალებას, რომ გარკვეული ეტაპები დაჩქარდეს.

„ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე ეტაპი დავაჩქაროთ და ამ შესაძლებლობის ფარგლებში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 18 მაისიდან გაიხსნას სილამაზის სალონები და ესთეტიური ცენტრები“. – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ასევე, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 18 მაისიდან მარნეულში საკარანტინე ზონა მოიხსნება. ხოლო რუსთავსა და გარდაბანში გადაადგილებაზე შეზღუდვა დღეს სრულიად მოიხსნა.

“იმ გადაწყვეტილებებით, რომელიც ჩვენ უკვე მივიღეთ, დღეს სრულად იხსნება ნებისმიერი შეზღუდვა შესვლასა და გამოსვლაზე ქალაქ რუსთავსა და გარდაბანაში. ასევე, 18 მაისიდან მოიხსნება საკარანტინე ზონა მარნეულში და ამ რეგიონის მოქალაქეებსაც შეეძლებათ პრობლემების გარეშე ისარგებლონ გადაადგილების შესაძლებლობით, რომლითაც ქვეყნის სხვა მოქალაქეები სარგებლობენ.” – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button