მნიშვნელოვანისიახლეები

“კვლავაც ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის გადაცემას უკრაინისთვის”-არახამია

“კვლავაც ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის გადაცემას უკრაინისთვის, მაგრამ ეს საკითხი წყდება არა საქართველოში, არამედ კრემლში” – ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამიამ განაცხადა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოში ვიზიტით მყოფმა სენატორებმა და კონგრესმენებმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კითხვები დასვეს.

ვაშაძის თქმითვე, დასავლელი პარტნიორები ყალიბდებიან, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობიდან გამომდინარე გამოსავალი ევროპის მიმართულებით მისი ტრანსპორტირებაა.

ხელისუფლებამ უნდა გადადგას ერთადერთი გონივრული ნაბიჯი, რაც მდგომარეობს პრეზიდენტ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით ევროპულ ქვეყანაში გადაყვანაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის გადაყვანისთვის მზაობას ღიად აცხადებენ საერთაშორისო პარტნიორები, რომელთაც ესმით, რომ ეს არის ერთადერთი გონივრული და სწორი გამოსავალი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

მან ასევე შეაფასა NDI-ს კვლევის შედეგები. დეკანოიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია მოსახლეობის მოსაზრება, რომ უსაფრთხოების გარანტია სწორედ ევროატლანტიკურ კურსში მდგომარეობს, რისი რეალიზების პოლიტიკური ნება „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია.

რაც შეეხება ბოიკოტის ნიშნად საპარლამენტო ოპოზიციის მიერ პარლამენტის დატოვებას, დეკანოიძის თქმით, ეს არ არის ის საკითხი, რომელზეც უნდა კონცენტრირდნენ.

„ვფიქრობ, ეს არ არის საკითხი რომელზეც უნდა ვკონცენტრირდეთ. უსასრულო დისკუსია ამ საკითხზე გვაშორებს მიზნებს, რომელიც არის გაცილებით უფრო სერიოზული ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

უკრაინის სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო და მოუწოდებს მსოფლიო საზოგადოებას, მოახდინონ რეაგირება მისი უფლებების დარღვევაზე.

ამასთან, დენისოვა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ ყოფილი პრეზიდენტისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

“მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური სამედიცინო დახმარება და დაიცვან საერთაშორისო სამართალი -კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლი, რომლის მიხედვითაც, არავინ უნდა იყოს წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ან დასჯის ობიექტი. სასამართლო დარბაზში მიხეილმა აღნიშნა, რომ შეშფოთებულია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო მოქმედების შედეგებით, სურს აქ ყოფნა და გმირი უკრაინელი ხალხის დახმარება.

მოვუწოდებ მსოფლიო თანამეგობრობას, რეაგირება მოახდინოს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე”- წერს დენისოვა.

20 აპრილს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა და სხდომათა დარბაზის დატოვება მოუწია.

ადვოკატები ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა და მას შესაბამისი მკურნალობა სჭირდება.

დავით არახამიას ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button