მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს

პენტაგონის განცხადებით, ახლად გამოცხადებული სამხედრო დახმარების ფარგლებში, აშშ უკრაინას Phoenix Ghost-ის 121 დრონს გადასცემს, რომლებიც თავდასხმისთვის გამოიყენება

რაც მათ დონბასში ბრძოლაში დაეხმარებათ, – ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ დრონების შექმნა რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე დაიწყო.

პენტაგონში ამბობენ, რომ Ghost-ის დრონები კარგად შეესაბამება იმ საჭიროებებს, რაც უკრაინას ახლა დონბასის რეგიონში აქვს.

“ის, რა თქმა უნდა, შეიძლება გამოყენებულ იქნას იმისთვის, რომ გადმოგცეთ სურათი, რას ხედავს, მაგრამ მისი ძირითადი აქცეტნი შეტევაა”, – თქვა პენტაკონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ.

კირბიმ არ ისაუბრა დეტალურად Ghost დრონების გამოყენებისთვის უკრაინელი სამხედროების ტრენინგზე, ასევე იმაზე, თუ რამდენი უკრაინელი გაივლიდა ტრენინგს ამ ახალი სისტემის გამოსაყენებლად.

Ghost-ის დრონები უკრაინას ჯერ არ მიუღია.

უკრაინის თემაზე პენტაგონის პრეს სპიკერის ინფორმაციით შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი სხვა ქვეყნის კოლეგებს შეხვდება. მოლაპარაკებები გერმანიაში 26 აპრილს რამშტაინის საჰაერო ბაზაზე შედგება. შეხვედრაზე მხარეები უკრაინის თავდაცვის უახლეს საჭიროებებზე, ასევე უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე იმსჯელებენ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 22 აპრილამდე პერიოდს.

სამინისტროს ცნობით, აგრესორების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

✔ჯარისკაცი – დაახლოებით 21 200

✔ტანკი – 838

✔ჯავშანტექნიკა – 2 162

✔საარტილერიო სისტემა – 397

✔სარაკეტო სისტემა – 138

✔საზენიტო საბრძოლო სისტემა – 69

✔თვითმფრინავები – 176

✔ვერტმფრენი – 153

✔სამხედრო საავტომობილო ტექნიკა – 1 523

✔გემი/ნავი/კატარღა – 8

✔საწვავის რეზერვუარი – 76

✔ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 172

✔სპეციალური აღჭურვილობა – 27

✔გამშვები OTRK / TRK / მობილური SRBM სისტემა – 4

“ამერიკული სახელმწიფოების ორგანიზაციამ” კენჭისყრის შედეგად, რუსეთს ორგანიზაციაში მუდმივი დამკვირვებლის სტატუსი შეუჩერა. გადაწყვეტილებას მხარი 25-მა დელეგატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია. პასუხის დაფიქსირებისგან 8 დელეგატმა თავი შეიკავა, ხოლო ნიკარაგუა კენჭისყრას არ დასწრებია.

“ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია” 1948 წელს დაარსდა და ამერიკის კონტინენტის 35 დამოუკიდებელ ქვეყანას აერთიანებს. ის მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები, უსაფრთხოება და განვითარება. ორგანიზაციამ მუდმივი დამკვირვებლის სტატუსი 72 ქვეყანას მიანიჭა.

მსგავსი პოსტები

Back to top button