მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

2 წელი ომიდან-2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 2 წელი გავიდა.

2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიის 5:00 საათზე პუტინის არმიამ უკრაინაში ომი დაიწყო – რის შემდეგაც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ომი დაიწყო- “მივიღე გადაწყვეტილება, ჩავატარო სპეციალური სამხედრო ოპერაცია”, – განაცხადა პუტინმა მას შემდეგ, რაც სეპარატისტებმა “დახმარების თხოვნით მიმართეს”. ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. ლიდერებმა პუტინს „უკრაინის აგრესიის“ მოსაგერიებლად სამხედრო დახმარებას სთხოვს.

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან შეიჭრნენ უკრაინის ტერიტორიაზე და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

იქამდე კი, 21 თებერვალს პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა.
ათიათასობით უდანაშაულო მსხვერპლი, ცხოვრება თავშესაფრებში და სარაკეტო დარტყმები ომში მყოფი ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე – მძიმე შედეგების მიუხედავად, უკრაინა არ ნებდება.
ისე, როგორც ორი წლის წინ, დღესაც, ომში მყოფმა ქვეყანამ აფეთქებების ფონზე გაიღვიძა. აგრესორი თავს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონს დაესხნენ.

დნიპროში განადგურებულია ინფრასტრუქტურა, არის მსხვერპლი. სამძებრო-სამაშველო ოპერაციები კი ამ დრომდე მიმდინარეობს. უკრაინის პრეზიდენტი ეკონომიკური დახმარების კრიტიკულ საჭიროებაზე საუბრობს.
რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის მასშტაბით საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც დღემდე გრძელდება და რუსეთ-უკრაინას შორის, დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა.

ომის დაწყებიდან 731-ე დღეს უკრაინა საკუთარი ტერიტორიების დეოკუპაციისთვის იბრძვის. დღემდე, 3 მილიონზე მეტი უკრაინელი, მათ შორის 800 000 ბავშვი რამდენიმე ასეულ კილომეტრზე გადაჭიმულ ფრონტის ხაზთან, უმძიმეს მდგომარეობაში ცხოვრობს.

უკრაინის ტერიტორიის 20% ამ დრომდე რუსეთის ოკუპაციაში რჩება.

შეგახსენებთ ზუსტად 2 წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსი ოკუპანტების ჯარი უკრაინაში შეიჭრა. ომი, რომლის დაწყების საფრთხეებზეც უკრაინა და შეერთებული შტატები ჯერ კიდევ 2021 წლის ბოლოდან საუბრობდნენ, პირველივე დღეებიდან მოექცა მსოფლიიოს ყურადღების ცენტრში. 2 წლის თავზეც, რუსეთი აგრძელებს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმებს და ცდილობს, წინ წაიწიოს ფრონტის ხაზზე, თუმცა პუტინის წინააღმდეგ გაერთიანებული დასავლეთის მხარდაჭერით, უკრაინა მას ძლიერ წინააღმდეგობას უწევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button