მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ახლო აღმოსავლეთში ომი 140 დღეა გრძელდება

ისრაელის თავდასხმების შედეგად ღაზის ცენტრალურ ნაწილში 40 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.
“ჰამასის” მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის ძალები ხან-იუნისში მდებარე ნასერის საავადმყოფოში ხელახლა შევიდნენ, მას შემდეგ, რაც ის დროებით, სამედიცინო დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის გაუარესების ფონზე დატოვეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, უსაფრთხოების კაბინეტს ომის დასრულების შემდეგ ღაზის მართვის გეგმა წარუდგინა.

ბრაზილიის საგაერო საქმეთა მინისტრის განცხადებით, “დიდი ოცეულის” ქვეყნების აზრით, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში მშვიდობის დამყარების ერთადერთი გზა ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტაა.

მაურო ვიეირამ აღნიშნა, რომ ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ მიმდინარე კონფლიქტის გავრცელების რისკებთან დაკავშირებით.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის სამხედრო ავიაციამ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ჯენინის ლტოლვილთა ბანაკი დაბომბა.

პალესტინური მედიის ინფორმაციით, დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა და 15 დაშავდა.

ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ასევე დაბომბეს ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქი რაფაჰი, სადაც, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა.
ისრაელმა, რომელიც იმუქრება ქალაქში ჯარების შეყვანით, საჰაერო დარტყმები განახორციელა ღაზის სექტორის სამხრეთის ქალაქ რაფაჰზე, რომელსაც დაახლოებით 1,4 მილიონი პალესტინელი აფარებს თავს.

მსოფლიოს ქვეყნებმა, რომლებიც ცდილობენ მიაგნონ ომის შეწყვეტის გზას, ჯერ წარმატებას ვერ მიაღწიეს.

22 თებერვალს ისრაელში მოელიან აშშ-ის წარგზავნილს, რომელიც შეეცდება ზავის მიღწევას. ბოლო კვირებში მსოფლიოს შეშფოთება მიმართული იყო ქალაქ რაფაჰზე, ღაზის სექტორის სამხრეთზე, სადაც ეგვიპტის საზღვართან მდებარე ამ არეალში თავს აფარებს 1,4 მილიონი პალესტინელი, რომლებიც იძულებული იყვნენ საცხოვრებელი დაეტოვებინათ ჩრდილო და ცენტრალურ ღაზაში, რომელიც იბომბება 7 ოქტომბრის მერე.

7 ოქტომბერს აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილ დაჯგუფება ჰამასის ისრაელზე თავდასხმის დღიდან, როცა 1200 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 240 მძევლად იქნა აყვანილი, ისრაელის საპასუხო სამხედრო ოპერაციას 29 ათასი პალესტინელი ემსხვერპლა.

ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნის მიზანია სხვათა შორის, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება დევნილი სამოქალაქო მოსახლეობისთვის. ისრაელი აცხადებს, რომ ომს ჰამასის სრულ განადგურებამდე გააგრძელებს.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში არაბულ ანკლავში 100 ადამიანი დაიღუპა და 132 დაშავდა.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა, ისრაელელ კოლეგას, იოავ გალანტს მიმართა, არ იმოქმედოს რაფაჰში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გეგმის გარეშე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ორიენტირებულია შეთანხმების მიღწევაზე ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

ბლინკენმა აღნიშნული განცხადება „დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელიც რიო დე ჟანეიროში გაიმართა.

„ჩვენ ინტენსიურად ვართ ორიენტირებული იმ შეთანხმების მიღწევის მცდელობაზე, რომლის შედეგადაც დარჩენილი მძევლები გათავისუფლდებიან და რაც გულისხმობს გაფართოებულ ჰუმანიტარულ ცეცხლის შეწყვეტას. ეს ის მიზნებია, რომლებსაც, ვფიქრობ, „დიდ ოცეულში“ პრაქტიკულად ყველა იზიარებს“, – აღნიშნა ბლინკენმა.

ამერიკელმა დიპლომატმა ასევე ისაუბრა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე დაწესებული ვეტოს შესახებაც, რომელიც ითხოვს ცეცხლის დაუყოვნებლივ ჰუმანიტარულ შეწყვეტას. შეერთებულმა შტატებმა ვეტო სამ რეზოლუციას დაადო. ბლინკენის თქმით, რეზოლუცია არაფერს ამბობდა მძევლების შესახებ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ყურადღება გაამახვილა უკრაინაში არსებულ კრიზისზე და აღნიშნა, რომ „დიდი ოცეულის“ თითქმის ყველა ქვეყანას სურს „რუსული აგრესიის დასრულება და მშვიდობის დამყარება“.

მსგავსი პოსტები

Back to top button