მსოფლიოსიახლეები

2020 წელს აშშ-ის ეკონომიკა 3.5%-ით შემცირდა

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მონაცემებით, 2020 წელს აშშ-ის ეკონომიკა 3.5%-ით შემცირდა, რაც 1946 წლიდან ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

უწყების მონაცემებით, წლიური გამოანგარიშების თანახმად, 2020 წლის ბოლო კვარტალში აშშ-ის ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა, თუმცა წლის ბოლოს ეკონომიკის ზრდის ტემპი შენელდა მესამე კვარტალთან შედარებით, ვინაიდან პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესდა.

ექსპერტების მოსაზრებით, თუ აშშ-ში მოსახლეობის ვაქცინაცია წარმატებულად ჩაივლის, მიმდინარე წელს ეკონომიკის ზრდის უფრო მაღალი ტემპებია მოსალოდნელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button