27 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიიდან

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 27 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

1989 წლის 9 აპრილს რუსულ ტანკებს და იმპერიის ჯარისკაცებს ემსხვერპლნენ:

ადამია აზა – 22 წლის, ბეჟანიშვილი ეკა – 16 წლის, გიორგაძე ნატო – 23 წლის, დოლიძე თამუნა – 28 წლის; ენუქიძე თინა – 70 წლის; თოიძე ნინო – 25 წლის, კიკვიძე ზაირა – 61 წლის, ლოლაძე მანანა _ 33 წლის; მამულაშვილი თამარი – 50 წლის; ნოზაძე მამუკა – 22 წლის, სამარგულიანი ნანა – 41 წლის; ჭყონია-სამარგულიანი მარინა – 31 წლის; ჭიპაშვილი ელისო – 25 წლის, ჭოველიძე თამარი – 16 წლის, ჯანგირაშვილი ნოდარი – 40 წლის, ჯინჭარაძე მზია – 43 წლის, მელქაძე მანანა – 23 წლის, ბაშალეიშვილი ნათია – 15 წლის, ქვასროლიაშვილი შალვა, ქარსელაძე გია – 25 წლის.

მსგავსი პოსტები

Back to top button