მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

„3+3“ ფორმატის მეორე შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება

სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის „3+3“ ფორმატის მეორე შეხვედრა მზადების პროცესშია და უახლოეს მომავალში გაიმართება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ამბობს, რომ 3+3-ის ფორმატის მორიგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება. მისივე თქმით, მოხარულები იქნებიან, თუ შეხვედრაში საქართველოც მიიღებს მონაწილეობას ტასის ცნობით, ამის შესახებ ოთხშაბათს თურქეთში ვიზიტისას განაცხადა სერგეი ლავროვმა თავის თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე

„შევთანხმდით, როგორ გავაგრძელოთ სამხრეთ კავკასიაში მუშაობა. მოგეხსენებათ, თურქეთის ინიციატივით შეიქმნა 3+3. პირველი შეხვედრა გავმართეთ მოსკოვში, ქართველმა კოლეგებმა ვერ შეძლეს მონაწილეობის მიღება, მაგრამ ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ყოველთვის მათი მოხარული ვიქნებით. უახლოეს მომავალში მზადდება მორიგი შეხვედრა, იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ მისი ჩატარების შესახებ გამოვაცხადოთ,“ თქვა ლავროვმა პრესკონფერენციაზე.

ფორმატი „3+3“ გულისხმობს თანამშრომლობას უსაფრთხოების, ეკონომიკის და ტრანსპორტის სფეროებში.

ფორმატის იდეა 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ წამოაყენეს აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, ილჰამ ალიევმა და რეჯეპ ტაიპ ერდოანმა. საქართველო უარს აცხადებს ფორმატში მონაწილეობაზე.

ფორმატ „3+3“-ის ფარგლებში პირველი სხდომა 2021 წლის 10 დეკემბერს გაიმართა. ამ შეხვედრაში საქართველოს არ მიუღია მონაწილეობა, თუმცა შეხვედრის ოთახში მაინც იდგა საქართველოს დროშა, რაც დაგმო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

3+3, რუსეთის იდეის მიხედვით, არის 6 ქვეყნის ფორმატი და მოიაზრება, რომ მასში საქართველო რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ირანი უნდა მონაწილეობდნენ და თანამშრომლობდნენ. ფორმატის მიხედვით, ნაგულისხმებია უსაფრთხოების, ეკონომიკის და სატრანსპორტო საკითხების მოცვა.

3+3 ფორმატის იდეა 2020 წლის ყარაბახის ომის შემდეგ, 10 დეკემბერს, ბაქოში აზერბაიჯანის და თურქეთის პრეზიდენტებმა, ილჰამა ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენეს.

თუმცა, საქართველო 3+3-ზე უარს ამბობს.

ფორმატის ფარგლებში პირველი სხდომა 2021 წლის 10 დეკემბერს გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო წარმოდგენილი არ ყოფილა, შეხვედრის ოთახში მაინც იდგა საქართველოს დროშა. დროშის განთავსება დაგმო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

მსგავსი პოსტები

Back to top button