32 გარდაცვლილი და 3 436 ახალი შემთხვევა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 40 377 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 696 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 681 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 436 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ხოლო კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 041 პირი ემსხვერპლა.
სულ ჯამში ვირუსის გავრცელების დღიდან საქართველოში კორონავირუსის 945 609 დადასტურებული შემთხვევაა.
დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 1 805 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 906 708.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევიდან:
📌თბილისში გამოვლენილია 1 676 შემთხვევა
📌აჭარა – 360
📌იმერეთი – 407
📌ქვემო ქართლი – 190
📌შიდა ქართლი – 205
📌გურია – 123
📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 164
📌კახეთი -185
📌მცხეთა-მთიანეთი -67
📌სამცხე-ჯავახეთი – 51
📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -8.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 945 609 შემთხვევა. მათგან 906 708 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 14 041 ადამიანი.