მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
4 ახალი კოვიდინფიცირებული ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსი კიდევ 4 კურსანტს დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოთხივე კურსანტი კარანტინზე იმყოფება. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 4 ადამიანი, რომლებმაც სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვეს.
საერთო ჯამში, ამ დროისთვის ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 76 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთაგან 40 უკვე გამოჯანმრთელდა.