მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

50 000 ლარი ბიუჯეტიდან, – სლოგანისთვის “ქუთაისი ქალაქია”

ქუთაისის მერიამ ქალაქის ტურისტულ სლოგანში “ქუთაისი ქალაქია” 50.000 ლარი გადაიხადა. ტურისტულ სფეროში გაწეული ხარჯების გამო, ადგილობრივი მთავრობა კვლავ ოპოზიციის კრიტიკის საგნად იქცა.

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გიგა შუშანია აცხადებს, რომ სლოგანი გაუგებარი შინაარსისაა და ამასთან, მისთვის გაღებული ხარჯის ოდენობაც გაუმართლებელია.

“როდესაც გაჩერებულია ტურიზმი, გიდები ვერ მოხვდნენ 300 ლარიან თვითდასაქმებულთა დახმარების პროგრამაში და ითხოვენ დახმარებას, ამ ორგანიზაციამ გამოაცხადა 60 000 ლარიანი ტენდერი, უკვე კონკრეტული გამარჯვებული ყავს და აპირებს, 20 გიდს ჩაუტაროს ტრენინგი”. – ამბობს გიგა შუშანია.

მოისმინეთ გიგა შუშანიას ხმა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ტურიზმის ცენტრის მიერ გიდების გადასამზადებლად განსაზღვრული თანხები არამიზნობრივად იხარჯება და ადგილობრივ ხელისუფლებას ეს სახსრები პანდემიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად უნდა გამოეყენებინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button