მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

500-ზე მეტი ტურისტი საკარანტინე სივრცეშია გადაყვანილი

მესტიის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის შემდეგ, იქ ჩასული 518 ტურისტი საკარანტინე სივრცეებში გადაიყვანეს. მათგან 343 ადგილობრივ სასტუმროშია, 171 კი, აჭარის საკარანტინე სივრცეებში გადაიყვანეს.

“ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს მოქალაქეების საკარანტინო ზონებში გადაყვანას. საჭიროების შემთხვევაში, სვანეთსა თუ ახლომდებარე რეგიონში საკარანტინო სივრცეები დაემატება.” – ვკითხულობთ ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის შემდეგ, მესტიაში საკარანტინე სივრცედ 20 სასტუმრო გადაკეთდა. ტურიზმის ადმინისტრაციამ, ჯამში, 340 ნომერი დაჯავშნა, საიდანაც 182 დაკავებულია. სვანეთში დასასვენებლად ჩასულ 215 ადამიანს სასტუმროს შეცვლა არ მოუწია, 128 კი, საკარანტინე ზონად გადაკეთებულ სასტუმროში გადაიყვანეს.

მესტიის მუნიციპალიტეტი 10 აგვისტოს, მას შემდეგ ჩაკეტეს, რაც ცნობილი გახდა, რომ 24 საათში კორონავირუსი 16 პირს დაუდასტურდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button