ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” კვლავ მოიგო

ზაზა ფაჩუალიას “გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “შარლოტ ჰორნეტსი” 113:103 დაამარცხა. ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იყო და 13 წუთში 2 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა ერთი ორქულიანი ვერ გამოიყენა და 2-დან ორივე საჯარიმო ზუსტად ჩააგდო. მატჩში ყველაზე მეტი 33 ქულა კევინ დურანტის ანგარიშზეა, კარიმ 28 ჩააგდო, ხოლო “შარლოტში” საუკეთესო კემბა უოლკერი იყო 26 ქულით. “გოლდენ სტეიტი” 39 მოგებით და ექვსი მარცხით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე იმყოფება. მომდევნ მატჩს “კლიპერსსის” წინააღმდეგ  29 იანვარს გამართავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button