529 ლიტრის ტევადობის ვაქცინის შესანახი მაცივარი კახეთში ჩამოვიდა

შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ტელენევროლოგმა, დავით მრელაშვილმა კახეთის რეგიონს “ფაიზერის” ვაქცინის შესანახი – 80 გრადუსიანი მაცივარი აჩუქა.
ქართველი ნევროლოგის ინფორმაციით,მაცივარი 529 ლიტრის ტევადობისაა.
“მაცივარი სრულად აკმაყოფილებს კახეთისთვის “ფაიზერის” ვაქცინის ტევადობას და როცა ვაქცინა შემოვა, რეგიონი შეძლებს უსაფრთხოდ შეინახოს ყველასთვის სამყოფი დოზა”- განაცხადა მრელაშვილმა.
თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მაია ჯღუთაშვილის განმარტებით, მაცივარი უკვე თელავშია.
” დავითის საჩუქარი უკვე ადგილზეა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში ინახება და მთლიანი რეგიონისათვის საკმარისი ვაქცინის შენახვა შეუძლია. ჩვენმა თანაქალაქელმა მართლაც არაჩვეულებრივი საჩუქარი გაუკეთა რეგიონს, მის სხვა დამსახურებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.- განაცხადარადიო ჰერეთთან ჯღუთაშვილმა.
„ფაიზერის“ ვაქცინის 30 000-მდე დოზა საქართველოს თებერვლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა,პროცესი ჯერჯერობით გადადებულია და ვაქცინის მიღების კონკრეტული თარიღი, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
დავით მრელაშვილმა სხვადასხვა დროს რეგიონის კოვიდ-კლინიკებს დასაკეცი საწოლები,
ამერიკაში მცხოვრებმა თელაველმა ექიმმა კორონავირუსის პანდემიის დროს, გურჯაანის ჯეოჰოსპიტალის ბაზაზე, ონლაინ კლინიკა შექმნა, რომელიც კახეთის რეგიონში სახლში მყოფ კოვიდინფიცირებულებს დღემდე ემსახურება.
ქართველი ექიმის მიერ შექმნილი ონლაინ-კლინიკა, უკვე 5 ათასზე მეტ ინფიცირებულს მოემსახურა. ინფორმაცია კლინიკის შესახებ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც გამოაქვეყნა.