რეგიონისაქართველოსიახლეები

56 კლინიკა სახელმწიფო პროგრამას ეთიშება

დღეიდან 56 სამედიცინო დაწესებულება სახელმწიფო პროგრამას ეთიშება. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო. თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სახელმწიფო დაფინანსების მიღება შეუწყდა იმ 56 ამბულატორიასა და პოლიკლინიკას, რომლებიც საერთო ჯამში, 90 ათას ადამიანს ემსახურებოდა. ახლა ეს ადამიანები სხვა, გეოგრაფიულად მათთვის ხელმისაწვდომ დაწესებულებებში გადანაწილდებიან.

უწყების ამ გადაწყვეტილებას არაკომპეტენტურს უწოდებენ ექსპერტები ჯანდაცვის საკითხებში. მათი თქმით, სამინისტროს ეს პოზიცია ქვეყანაში პანდემიის გამო გამოწვეულ მძიმე მდგომარეობას უფრო მეტად დაამძიმებს. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ კონკურენციის გამო, გაიზრდება სამედიცინო მომსახურების ფასებიც, რაც მოსახლეობის ფინანსებზე მწვავედ აისახება.

მსგავსი პოსტები

Back to top button