მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
6 ახალი ინფიცირებული საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას stopcov.ge იუწყება. შესაბამისად, დღეს, 12 ივნისს, ჯამში12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
შემთხვევების საერთო რაოდენობა 843-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 697.
კარანტინის რეჟიმშია 3 026 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 297 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.