მსოფლიოსაქართველოსიახლეები

73 100 000 ევროს სესხი IBRD-სგან

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა ხელშეკრულებას, – „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (COVID -19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტი)“, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

პროექტის მიზანია საქართველოში COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული საფრთხეების თავიდან აცილება, გამოვლენა და რეაგირება.

მომხსენებლის განმარტებით, სასესხო შეთანხმების ფარგლებში, IBRD სესხის სახით გამოყოფს 73 100 000 ევროს ოდენობის დაფინანსებას. სესხის ხანგრძლივობა 26 წელია. მათ შორის, 13 წელი შეღავათიანი პერიოდია, საპროცენტო განაკვეთის ტიპი Euroribor-ზე დაფუძნებული ფიქსირებული მარჟით. პროექტი შედგება სამი ნაწილისგან და მოიცავს COVID-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების მიზნით საქართველოს ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების ეპიდემიოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერებას, ზოგადი ტესტირების შესაძლებლობის გაზრდასა და კრიტიკული სამედიცინო საშუალებებისა და აღჭურვილობის ხელმისაწვდომობის გაფართოებას, ასევე, COVID-ით დაზარალებული ოჯახებისა და პირების სოციალურ და ფინანსურ მხარდაჭერას.

მსგავსი პოსტები

Back to top button