მსოფლიოსიახლეები

“[კორონავირუსი] კარგი გაკვეთილია ნარკომანებისთვის და მწეველებისთვის”

ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, COVID-19 კარგი გაკვეთილია ნარკომანებისთვის და მწეველებისთვის. ადგილობრივი მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა თათბირზე გააკეთა, რომელზეც ნარკოტიკების გამო გასამართლებულების ამნისტიის საკითხებს განიხილავდნენ.

„ეს კარგი გაკვეთილია ნარკომანებისთვის და მწეველებისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ მათთან დაავადება პნევმონიაში გადადის ხოლმე. ეს კარგი გაკვეთილია, რომ ადამიანები დაფიქრდნენ, როგორ წარმართავენ საკუთარ ცხოვრებას ამ ე.წ. პანდემიის შემდეგ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ბელარუსში კორონავირუსის 4 204 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 40 ადამიანი. ლუკაშენკოს განცხადებით, ყველა ეს შემთხვევა არა ვირუსმა, არამედ პაციენტების თანდაყოლილმა დაავადებებმა გამოიწვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button