საქართველოსიახლეები

საქართველოში კორონავირუსით 394 ადამიანია ინფიცირებული

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 394-ია.

მონაცემებს stopcov.ge-ზე აქვეყნებს.

19 აპრილის დილის მონაცემებით, ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 86-ს შეადგენს, გარდაცვლილია 4 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში 5094 პირი იმყოფება, სტაციონარში, – 547. უცხოეთიდან სამკურნალოდ, საქართველოს 3 მოქალაქეა გადმოყვანილი.

ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან – კომენდანტის საათი და “ფაქტობრივი კარანტინი” მოქმედებს. რამდენიმე მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმია გამოცხადებული. მთელი საქართველოს მასშტაბით აკრძალულია ყველა სახის საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი 10 დღით ჩაიკეტა.

შეჩერებულია ეკონომიკური საქმიანობა – მუშაობის უფლება მხოლოდ სასურსათო და კვების ობიექტებს, აფთიაქებს, ბანკებს და ფოსტას აქვთ. მოქალაქეებს წესების დარღვევისთვის 3000 ლარით აჯარიმებენ. ეკლესიებში მსახურება კვლავ მრევლის მონაწილეობით გრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button