მსოფლიოსიახლეები

დასავლური პრესა: “ჩინეთმა ევროკავშირზე ზეწოლა მოახდინა”

დასავლეთის მედიის თანახმად, ევროპის კავშირის ანგარიშის პროექტი, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ ჩინეთი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ეწევა, პეკინის მხრიდან ზეწოლის შემდეგ, გამოქვეყნებამდე შესუსტებული იქნა.

New York Times-ი და Reuters-ი იტყობინებიან, რომ ჩინეთი შეეცადა, ხელი შეეშალა ანგარიშის გამოქვეყნებისთვის და რომ ზოგიერთი პასაჟი, რომელიც ქვეყნის კრიტიკას შეიცავდა, გამოქვეყნებამდე ამოღებული იქნა ან შერბილდა.

თავდაპირველ ანგარიშში, რომლის ტექსტის გაცნობის საშუალება მიეცა რადიო თავისუფლებას, ლაპარაკი იყო „სამმხრივ დეზინფორმაციაზე“ ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მხრიდან.

მასში ნათქვამი იყო, რომ ჩინეთი „განაგრძობს გლობალურ სადეზინფორმაციო კამპანიას, რათა პანდემიის გაჩენისთვის პასუხისმგებლობიდან ყურადღება გადაიტანოს და საერთაშორისო იმიჯი გაიუმჯობესოს“, იტყობინება New York Times-ი.

ორიგინალურ 25-გვერდიან ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ ჩინეთი, რუსეთი და ირანი დეზინფორმაციას კორონავირუსის პანდემიის შესახებ კოორდინირებულად ავრცელებენ.

როგორც New York Times-ი და Reuters-ი იტყობინებიან, მათი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა ანგარიშის გამოქვეყნება შეაჩერეს და მასში ცვლილება ჩინეთის მხრიდან ზეწოლის შემდეგ შეიტანეს, ეფუძნება რამდენიმე წყაროს, მათ შორის, ევროკავშირის შიდა ელექტრონულ მიმოწერას, დოკუმენტებსა და ინტერვიუებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button