ბელარუსის პრეზიდენტს კორონავირუსზე ტესტი არც ერთხელ გაუვლია. ამის შესახებ ალექსანდრ ლუკაშენკოს პრეს-მდივანმა განაცხადა.
„პრეზიდენტი ცხოვრობს ქალაქგარეთ, ფაქტობრივად, – სოფელში. ის ჯანსაღი წესით ცხოვრობს, აქვს კარგი იმუნიტეტი და თავს კარგად გრძნობს“. – აღნიშნა ნატალია ეისმონტმა.
ამ დროისათვის, ბელარუსში COVID-19-ის 15 828 შემთხვევაა დადასტურებული. კორონავირუსმა ქვეყანაში უკვე იმსხვერპლა 97 ადამიანი, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტი პანდემიის გამო შექმნილ მდგომარეობას „ისტერიას“ უწოდებს და საგანგებო ზომების შემოღებას არ აპირებს.
ბელარუსში გაეროს მუდმივი კოორდინატორის, იოავანა კაზანა-ვიშნევეცკაიას განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლებამ „ფიზიკური დისტანცირების გამკაცრების მიზნით, სასწრაფო და მასშტაბური ზომები უნდა მიიღოს“. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Tut.by ავრცელებს.