ახალი ავიარეისები საქართველოს მოქალაქეთა დასაბრუნებლად
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ახალი რეისები განისაზღვრა. კერძოდ:
12 მაისი – თბილისი- ლონდონი;
15 მაისი – თბილისი-ამსტერდამი (რომლითაც ისარგებლებენ ამერიკის კონტინენტიდან წამოსული საქართველოს მოქალაქეები);
18 მაისი – თბილისი-ლარნაკა;
20 მაისი – თბილისი-ათენი;
22 მაისი – რეისი რომიდან.
დავით ზალკალიანის თქმით, პირველი საგანგებო რეისები რომიდან დაიწყო, ამიტომ, საგანგებო მდგომარეობის დასრულებისას, ანუ 22 მაისს, რომიდან რეისი სიმბოლური იქნება. მისივე თქმით, მოქალაქეთა დაბრუნება შემდგომშიც გაგრძელდება, მაგრამ შესაძლოა, ეს რეგულარული რეისებით მოხდეს, თუ ისინი აღდგება.
დავით ზალკალიანის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ამ დროისთვის, საქართველოში 10 ათასზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა. ამასთან, როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, სახმელეთო და საზღვაო გზების მეშვეობით საქართველოში 3 946 მოქალაქე დაბრუნდა, რაც ურთულეს პროცესთან, – დერეფნების უზრუნველყოფასთან იყო დაკავშირებული. მისივე ინფორმაციით, ჯამში, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ საქართველოს 19 417 მოქალაქეს.