მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ავღანეთში თავდასხმების სერიას 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თავდასხმების სერია ავღანეთში… პოლიციის ფორმაში ჩაცმული შეიარაღებული პირები ქაბულში სამშობიარო კლინიკის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 13 ადამიანი, მათ შორის, ორი ბავშვი; 15 კი, დაშავდა. თავდასხმის დროს, სამართალდამცველებმა საავადმყოფოდან 80-ზე მეტი ქალისა და ახალშობილის ევაკუაცია შეძლეს.

კიდევ ერთი თავდასხმა კი, ქვეყნის აღმოსავლეთით, დაკრძალვის ცერემონიაზე მოხდა. იქ თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. ტერაქტს 24 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას აუღია.

აღსანიშნავია, რომ “ისლამური სახელმწიფოს” ავღანურმა განშტოებამ გასულ თვეებში რამდენიმე თავდასხმა მოაწყო. 11 მაისს ქვეყნის უშიშროების ძალებმა დაჯგუფების 3 წევრი, მათ შორის, რეგიონული ლიდერი დააკავეს. გასულ კვირას კი, მოკლეს მათი რამდენიმე წევრი, რომლებიც ქაბულში მომხდარ თავდასხმებში იყვნენ ეჭვმიტანილები.

მსგავსი პოსტები

Back to top button