საქართველოსიახლეები
ეროვნულ გამოცდებზე ერთ სივრცეში 10 აბიტურიენტი განთავსდება
ერთიანი ეროვნული გამოცდები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდება და ერთ სივრცეში არაუმეტეს 10 აბიტურიენტი განთავსდება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა ისაუბრა.
განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას, მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ გამოცდების გადადების საკითხი ჯერ არ განიხილება და ზუსტი თარიღი ივნისში იქნება ცნობილი.
„გარდა ამისა, იქნება მთელი ნუსხა დეტალური, სპეციფიური პროტოკოლის, რომელსაც ივნისში ეროვნული გამოცდების თარიღების გამოცხადების დროს იქნება. ივნისში უფრო უკეთესი სურათი იქნება ჩვენთვის ყველასთვის, მთელი მსოფლიოსთვის ზოგადად, ეპიდსიტუაციის შესახებ და აქედან გამომდინარე მოხდება დასკვნების გაკეთება“. – განაცხადა მინისტრმა.