საქართველოსიახლეები
721 ინფიცირებული და 485 გამოჯანმრთელებული საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 721 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 10-ით გაიზარდა და 485 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 3 547 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 324 პირი.
საქართველოში კრონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.