fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

რუსეთში საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა

74
Share Button

რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე საავადმყოფოში ხანძარმა ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელმწიფო მედიასაშუალება „რია ნოვოსტი“ თათრეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ხანძარი შაბათს ღამით, კლინიკის იმ ტერიტორიაზე გაჩნდა, სადაც კორონავირუსიანი პაციენტები არ იმყოფებოდნენ. რეგიონში არსებული სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ხანძრის ჩაქრობა ხუთი კვადრატული მეტრის ფათობზე მოხერხდა, თუმცა დაიღუპა ორი ადამიანი, ხოლო ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე, განხორციელდა 83 პირის ევაკუაცია.

თათრეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზები დგინდება, თუმცა ის არ არის დაკავშირებული ვენტილაციის აპარატის აალებასთან.

სწორედ რუსული წარმოების ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატის აალების გამო მოხდა ხანძარი 9 და 12 მაისს მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის საავადმყოფოებში, რომლის დროსაც, საერთო ჯამში, 7 ადამიანი გარდაიცვალა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი