fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“აჭარამ “მწვანე ზონის” სტატუსი დაიბრუნა”

71
Share Button

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებული ბოლო ორი პაციენტიც განიკურნა და აჭარამ „მწვანე ზონის” სტატუსი დაიბრუნა.

როგორც რიჟვაძემ აღნიშნა, 30 აპრილის შემდეგ რეგიონში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

„რეგიონში ბოლო ორი კოვიდინფიცირებული განიკურნა, შესაბამისად, აჭარამ დაიბრუნა „მწვანე ზონის” სტატუსი. ჩვენ 30 აპრილის შემდეგ რეგიონში აღარ გვყავს ახალი დაინფიცირებული და ბუნებრივია, ეს არის საკმაოდ დადებითი, პოზიტიური შედეგი, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ არ არის მოდუნების, თვითკმაყოფილების საფუძველი. ჩვენ გვმართებს, რომ მოსახლეობასთან ერთად გავაგრძელოთ იმ რეკომენდაცების შესრულება, რომელიც შემუშავებულია ჯანდაცვის უწყებების მხრიდან”. – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი