მსოფლიოსიახლეები

“COVID-19-ით გამოწვეული ზიანი დიდხანს გაგრძელდება”

89 წლის მილიარდერი ჯორჯ სოროსი აცხადებს, რომ კორონავირუსით გამოწვეული ზიანი ევროზონის ეკონომიკისთვის იმაზე დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე ხალხს ჰგონია და არც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება იქნება მარტივი.

Soros Fund Management LLC-ის დამფუძნებელი აცხადებს, რომ თუ ევროკავშირი შესაბამისად ვერ შეაფასებს კორონავირუსის გამო შექმნილ გამოწვევებს, ეკონომიკის გადარჩენა გართულდება.

“ეს თეორიული შესაძლებლობა კი არა, სამწუხარო რეალობაა”. – აცხადებს სოროსი.

მისი თქმით, ევროკავშირმა ყველაფერი უნდა გააკეთოს საკრედიტო რეტინგის “AAA” დონეზე შესანარჩუნებლად.

მსგავსი პოსტები

Back to top button